მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

  • GIFT IS BACK
  • MARIAM ALEKSIDZE AND HER GROUP FOR THE GIFT FESTIVAL
  • HOW WE BEGAN
  • Al PACHINO'S MESSAGE TO THE GIFT FESTIVAL

მთავარი

„მშვიდობა ღიმილით იწყება“ !

დედა ტერეზას ეს სიტყვები ავირჩიეთ წელს ჩვენს დევიზად!

ფესტივალი „საჩუქარი“ 14 წელს ითვლის....

რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

ხელოვნებაში სრულყოფილება.

ამიტომ დავაწესეთ მიხეილ თუმანიშვილის სახ. პრიზი „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის.“

წელსაც ძალიან ღირსეული და დიდი შემოქმედები გვყავს ლაურეატებად.

ყოველ მათგანს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს და მსოფლიოს ხელოვნების დღევანდელ ისტორიაში.

ხუთწლიანი იძულებითი დუმილის შემდეგ "საჩუქარი" შარშან დაბრუნდა.

ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ფესტივალების გაქრობა და დახურვა ცივილიზებულ ქვეყანას არ ეკადრება.

რაც მეტია, უკეთესი!

საქართველო უნდა იქცეს ფესტივალების  ქვეყნად.

ჩვენი მთავარი ექსპორტი - ხელოვნებაა!  მუდამ იყო და იქნება.

უდიდესი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, კოლეგებს, ყველა იმ  თეატრს, ვინც კარს გვიღებს!

განსაკუთრებული მადლობა მასპინძელი თეატრების ტექნიკურ პერსონალს, რადგან მათ გარეშე ვერ ვიარსებებდით!

გაიღიმეთ!!!!!

ქეთი დოლიძე

სიახლეები

    სხვა სიახლეები
    © " Gift Festival " - ყველა უფლება დაცულია