მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პროგრამა 2017
10 ნოემბერი

პარასკევი
14:00
აბრეშუმის ფაბრიკის სტუდია
მერაბ კოსტავას ქუჩა N59, თბილისი 0179
წარმოდგენა
თეატრი
ფოტო
ღამეული ზმანებანი/THE MOONSHINE DREAM STORY

10 ნოემბერი,14:00

თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი " საჩუქარი"

 

ღამეული ზმანებანი

 

 

ავტორი და რეჟისორი ტომ გრეჰემ ადრიანი

 

პრემიერა შედგა 2017 წლის მაისში

 

საფესტივალო შეხვედრები/ღია სახელოსნო

 

პროექტი განხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფორმატში, ლონდონელ მხატვართან და ანიმარტორთან ტომ გრეჰემ ადრიანთან ერთად, დაგეგმილია შეიქმნას პირველი საერთაშორისო მულტი-პროექტი საქართველოს შესახებ „DIშჩOVEღ GEOღGIA „ (აღმოაჩინე საქართველო). ამ მიზნით თბილისში და საქართველოს კუთხეებში იგეგმება მოგზაურობა, გადასაღები ლოკაციების ამოსაცნობად. ტომი და მისი ქართველი თანა-პარტნიორი გიორგი აფხაზავა, რომლის შემოქმედებითი ლაბორატორიის ‘Aღთ LAB’ მიერ დამზადებული თოჯინებით და ბრიტანეთიდან საგანგებოდ იმპორტირებული უნიკალური ვიდეო ტექნოლოგიით, შეიქმნება პირველი მულტი/ვიდეო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, ხოლო ხელოვანები ჩვენი ფესტივალის დიდ ექსპერიმენტს ჩაუდგებიან სათავეში.

ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვარ-მულტიპლიკაროტი ტომ გრეჰემ ადრიანი დაიბადა ლონდონში. დაამთავრა სანტ მარტინის ხელოვნების ცენტრალური ინსტიტუტი. ბოლო წლების განმავლობაში ტომის გამოფენები მოეწყო ლონდონის არა ერთ ცნობილ გალერეასა თუ საგამოფენო დარბაზში, მათ შორის ჩრდილოეთ ინგლისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (სანდერლენდი, ინგლისი), ბერლინის შემოქმედთა მომავალი თაობის ცნობილ ფორუმზე Fაცტორყ Bერლინ „თანამედროვე ლონდონელების“ ეგიდის ქვეშ. ასევე ტომის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა მსოფლიოს უძველესმა უილტონის მუსიკალურმა ცენტრმა ლონდონში. „სანტ პანკრასის აკლდამათა გალერეაში“ კი (ცნობილი საგამოფენო და საგნმანათლებლო ცენტრი ლონდონში) გაიმართა ტომის გამოფენა „ელექტრონული ტყის ზღაპრები“

"ჩემი მიზანი უძველესი ფოლკლორის და მითებისგან ახალი ზღაპრის გამოგონებაა, ზღაპრის, სადაც საზოგადოების თანდაყოლილი შიშები და მისწრაფებები აისახება. მე მაინტერესებს ქალაქის ურბანული ლეგენდა და ამ ქალაქის დამოკიდებულება მასთან. მე ხარბად ვაგროვებ ასეთ ამბებს, რადგან მჯერა რომ ისინი ერის ემოციურ ხერხემალში ფესვგამდგარია და შემოქმედს, ისევე როგორც მაყურებელს, ხელს უწყობენ ადვილად მიაგნონ ქვეცნობიერის სიღმეებში ახალი ზღაპრის შინაარს. ჩემი მოყოლილი მითები ხომ ხელშესახები ოცნებაა, რომელსაც მისიტ მოხიბლული ვთხზავ კალმით და მელნით, რომ ნაფიქრს სხეული მივცე“ ამბობს ტომი.

 

(THE MOONSHINE DREAM STORY) პრეზენტაცია და საუბრები ახალ ქართულ-ბრიტანულ ექსპერიმენტზე, რომლის განცორციელებაში ჩართულია თეატრალური ლაბორატორია გიორგი აფხაზავას ხელმძღვანელობით. თუმანიშვილის თეატრის მცირე დარბაზში ფესტივალი გიწვევთ ტომის ქართველ კოლეგებს, მხატვრებს და მომავალ მულტიპლიკატორებს საინტერესო შეხვედრაზე, სადაც მომავალი თანამშრომობის იდეები განიხილება.

DISCOVER GEORGIA   (აღმოაჩინე საქართველო) მულტფილმის პრემიერა დაგეგმილია გაიმართოს ლონდონში და არა ერთ საერთაშორისო ფესტივალზე, რასაც მიხიელ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ახალ თანამშრომლობას გამართავს მის ევროპელ კოლეგა ფესტივალებთან.

 

 

https://www.tomadriani.com/#/dream-story-1/

 

ყველას ნახვა

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com