მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პროგრამა 2017
18 ოქტომბერი

ოთხშაბათი
20:00
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
წარმოდგენა
თეატრი
ფოტო
ვიდეო
მეფე ლირი/KING LEAR

18 ოქტომბერი, 20:00

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი"

 

უილიამ შექსპირი

 

მეფე ლირი

 

რეჟისორი : ზურაბ გეწაძე 

თარგმანი : მანანა ანთაძისა

მხატვარი : შოთა გლურჯიძე

მუსიკის ავტორი : ერეკლე გეწაძე

სასცენო მოძრაობა : კახა ხოშტარია

რეჟისორის ასისტენტი : სოფო ორჯონიკიძე

ტექნიკური რეჟისორი : ელენე მონასელიძე

 

მონაწილეობენ : 

ზურაბ ყიფშიძე, აკაკი ხიდაშელი, ნანუკა ლითანიშვილი, მაია გელოვანი, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, გიორგი ყიფშიძე, იმედა არაბული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ვანო თარხნიშვილი, ვანო დუგლაძე, გუგა კახიანი, ანრი ბიბინეიშვილი, ერეკლე გეწაძე, თორნიკე ქასრაშვილი

 

 

სპექტაკლის შესახებ:
გავიდა ასწლეულები, მაგრამ უილიამ შექსპირის პიესები კვლავაც იპყრობს მკითხველისა თუ მაყურებლის ყურადღებას. მისი ნამუშევრების უკვდავების საიდუმლო დაყრდნობილია ძლიერ, ადამიანურ გრძნობებსა და ვნებებზე, უდიდეს სიყვარულზე, შურისძიებაზე თუ ძალაუფლების წყურვილზე, სწორედ ამიტომ არ გვტოვებს შექსპირის გმირები გულგრილს, რადგან ყველა ეს გრძნობა მარადიულია....

პიესის დასაწყისში შექსპირი მეფე ლირს წარმოგვიდგენს თავისი სასახლის კედლებში როგორც დიად, ამაყ და დესპოტურ პერსონას, დარწმუნებულს თავის ავტორიტეტსა და სტაბილურობაში. მეფე, რომელსაც განზრახული აქვს სახელმწიფო გაუყოს თავის სამ ქალიშვილს, სანაცვლოდ იმისა, თუ რაოდენ დიდია მათი სიყვარული მამისადმი. უფროსი დები – გონერილია და რიგანა არ აკლებენ მამას ხოტბას და სიყვარულს, ხოლო უმცროსი, მეფის უსაყვარლესი ქალიშვილი კორდელია თავს შეიკავებს უცხო საზოგადოების წინაშე. განრისხებული მამა უმცროსს ქალიშვილს სასახლიდან გააგდებს, ხოლო სახელმწიფოს ორ უფროს დას შორის გაყოფს. შემდგომი მოვლენები ისე ვითარდება, რომ ყველასთვის ზედმეტ ტვირთადქცეული მეფე რჩება ძალაუფლების გარეშე, ფაქტობრივად მშიერი და გასაჭირში მყოფი. საკუთარი ქალიშვილებისგან უარყოფილი... სწორედ მაშინ იწყებს მეფე გააზრებას, თუ რამდენად ძვირფასია გულწრფელობა.

პრემიერის თარიღი : 28 მაისი 2016
ხანგრძლივობა : 180 წუთი / ერთი შესვენებით

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

„ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“ /მ. თუმანიშვილი/

 კინოსტუდია ‘ქართული ფილმის’ ბაზაზე  1975 წელს შეიქმნა და 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა   თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი უბრწყინვალესი რეფორმატორი რეჟისორი და უნიკალური პედაგოგი, მიხეილ თუმანიშვილი იყო, ხოლო ძირითადი ბირთვი  კი „თუმანიშვილის სკოლის“  მოწაფეები, ექსპერიმენტული ჯგუფის სტუდენტები - რეჟისორები და მსახიობები.

დაიწერა უმკაცრესი ‘კანონთა კრებული,’ იმპროვიზაცია შემოქმედების ქვაკუთხედად იქცა და ფსიქო-ფიზიკური ვარჯიშებით დახვეწილი სპექტაკლები გაჩნდა აფიშაზე. „ჩვენს სცენას არა აქვს კულისები, არა აქვს ფარდა, როგორც ეს თეატრ ‘გლობუსში’ იყო. ავდივართ ცარიელ ფიცარნაგზე, როგორც ეშაფოტზე. ვიწვით, ვცდილობთ ვიკაშკაშოთ და ბოლომდე დავიწვათ. ზოგჯერ სინათლის ნაცვლად ჭვარტლი ვართ“ /მიხეილ თუმანიშვილი, 1994 წ. ლონდონი, შექსპირის საერთაშორისო ფესტივალი/

რეპერტუარი მუდამ ივსებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლებით, იყო ბევრი გასტროლები, საერთაშორისო ფესტივალები და დიდი წარმატება. რაც მთავარია,  ეს მცირე ფორმის სტუდიური თეატრი მუდამ უყვარდა, სჭირდებოდა და ეამაყებოდა ქართველ მაყურებელს.

1996 წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა და კინომსახიობთა თეატრს მისი სახელი ეწოდა.

დღეს „თუმანიშვილში“ მისი მოწაფეები მოღვაწეობენ, სამხატვრო ხელმძღვანელია ქეთი დოლიძე / თეატრის დამფუძნებელი/, დირექტორი ზურაბ გეწაძე, მსახიობი და რეჟისორი. თეატრში ისევ ის ლიტნაწილია, ვინც თუმანიშვილთან ერთად მუშაობდა და  რასაკვირველია, ისევ ის დასი, დიდი პედაგოგის გამოცდილება რომ გაიზიარა.  

მათთან ერთად უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობა  დგას სცენაზე. ისინი ადრეც გამუდმებით მოდიოდნენ და კვლავ მოდიან თეატრში.  ანსამბლურობის პრინციპით, ყველანი ერთად ცდილობენ  ‘ასახონ თანამედროვეობა’, გულწრფელად, საინტერესოდ ისუბრონ მაყურებელთან და არასოდეს არ დაივიწყონ, რომ „ სცენის ფიცარნაგი თუმცა ოდნავ, მაგრამ მაინც, უფრო ამაღლებული ადგილია, ვიდრე სხვა ყველაფერი“. და რომ ეს თეატრი სხვა თეატრებისაგან განსხვავებულია და ეს განსხვავება არ უნდა დაიკარგოს.

რეპერტუარში უწყვეტადაა გამორჩევით ხანდაზმული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ . თეატრი ცდილობს შეინარჩუნოს თუმანიშვილის „ჩვენი პატარა ქალაქი“.  მათში თანდათან შედიან ახალგაზრდები, რათა ეზიარონ ძველ გამოცდილებას. იგრძნონ ატმოსფერო.

თეატრის აფიშა მრავალფეროვანია და საინტერესო. სიამოვნებით მოდიან უცხოელი რეჟისორები, მუშაობენ განსხვავებული მეთოდიკით და ქმნიან ახალ სპექტაკლებს; მიხეილ მარმარინოსის „მედეა-მასალა“, „ეროვნული ჰიმნი“ , „რომეო და ჯულიეტა“ , ჰილარი ვუდის „კაბა“, „კამინო რეალი“, „ჭირვეულის მორჯულება“, გაი მასტერსონის „ცხოველების ფერმა“, რომელმაც,  ნამდვილი ფურორი მოახდინა ედინბურგის ფესტივალზე, ნინო ხარატიშვილის „მრისხანება“, მიკელე პანელას „არ გვიხდიან, არ გადავიხდით“.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქეთი დოლიძის მიერ 2015 წელს დადგმული ტენესი უილიამსის „ტრამვაი-სურვილი“,  /ნინელი ჭანკვეტაძე ბლანშის როლში,  ახალგაზრდების ფეიერვერკული ანტურაჟით/რომელმაც 2016 წლის ედინბურგის ფესტივალზე ხუთი ვარსკვლავის გარდა რეცენზიების ისეთი კასკადი მოიტანა, რომ თუმანიშვილის „დონ ჟუანის“ წარმატება მოაგონა მთელ ფესტივალს. ზურაბ გეწაძისეული შექსპირის „მეფე ლირი“ 2016 წ. /ზურაბ ყიფშიძე ლირის როლში  ახალგახრდა მსახიობებთან ერთად/ მაყურებლის უსაყვარლეს და ყველაზე პოპულარულ სპექტაკლად იქცა. 

ყველას ნახვა

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com