მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პროგრამა 2017
20 ოქტომბერი

პარასკევი
20:00
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახლეობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
რუსთაველის გამზირი 25, თბილისი 0103
წარმოდგენა
თეატრი
ფოტო
ვიდეო
CONTINU

20,21 ოქტომბერი, 20:00

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

 

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით

 

საქართველო გერმანიის საიუბილეო წლის (2017) ფარგლებში

 

საშა ვალცი და სტუმრები (გერმანია)

 

CONTINU

 

 

რეჟისურა და ქორეოგრაფია: საშა ვალცი

 

 

მუსიკა: ედგარ ვარეზე, იანის ქსენაკის, კლოდ ვივიერ, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

 

 

სცენოგარფია: ტომას შენკი, პია მაიერ შრივერი, საშა ვალცი

 

 

კოსტიუმების ავტორი: ბერნარდ სკოძიგი

 

 

სასცენო განათება: მარტინ ჰაუკი

 

 

დრამატურგია: იოჰენ ზანდიგი

 

მოცეკვავეები:

 ლიზა ალპიზარ აგილერ, აიაკა აზეჩი, ჟირი ბარტოვანეც, დავიდე კამპლანი, მარია მარტა კოლუსი,ზუან კრუზ დიას დე გერაიო ესნაოლა, ლუკ დანბერი, ედივალდო ერნესტო, დელფინ გაბორიტი, ჰუანიი ჰუაგ, ფლორენცია ლამარკა, სერგიუ მატის, ტომას მიშო, ვირგის პუძინას, სასა ქუელის, ზარატიანა რანდრიანანტენაინა, ორლამდო დორდიგეს, მაკა საკა, იელ შნელ, ხუან ში, ნიანიან ზოუ, იდან იოავ

 

 წარმოდგენა განცხორციელდა „საშა ვაცლის და სტუმრების“, ცურიხის სახელმწიფო ოპერისა სახლისა და ციურიხის ფესტვიალის თანამშრომლობით, ასევე ბერლინის ფესტივალისა და ლონდონის სედლერ’ს უელსის თეატრის დაკვეთით.

 

   საშა ვალცმა შეკრიბა მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ყველა კომპონენტი, რომელიც ბოლო 10 წლიანი მუშაობის მანძილზე ყველაზე ცნობად საავტორო ნიშნად იქცა. სახელწოდება „CONTINU“ ანუ „გაგრძელება“ ქორეოგრაფიის, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ადამიანზე უწყვეტ რეაქციაზე საუბრობს, რადგან ეს ენერგომატარებლები ბუნების ამოუწურავი ძალებით იკვებებიან და მათი სიცოცხლე უსასრულოა. კოსმიური უწონადობა, როგორც ადამიანის სულიერი სუბსტანცია, ვალცის ნაწარმოებში ხორციელ ფორმას იძენს და თავისუფალი სამყაროს თანამკვიდრია . თავისუფალის ჩაგვრისგან, დისკრიმინაციისგან, დემაგოგიისგან და ძალადობისგან, რაც გვჯერა საქართველოშიც გააღრმავებს დიალოგს ამ თემაზე, რადგან ეს ის ეგზისტენციალური დილემაა, რომელიც სივრცისა და დროის უსასრულო კონტინიუმს ქმნის და დაუსაბამო დროიდან გრძელდება.

თუმცა, გარდა ნაწარმოების ფილოსოფიური ექსპლიკაციისა, დღეს უკვე მთელ მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული „CONTINU“ -ს გენიალური ქორეოგრაფიული ნამუშევარი, ქართველ მაყურებელს იშვიათ სიამოვნებას მიანიჭებს და მაღალ ხელოვნებასთან თანაზიარს გახდის. ცურიხის (Schauspielhaus im Schiffbau/Halle), პარიზის (Théâtre de la Ville Paris), ლონდონის (Sadler’s Wells), ბარსელონას ( Mercat de les Flors), რომის (Auditorium conciliazione), ათენის (Odeon of Herod Atticus), ბრუსელის (Theatre National), ლუქსემბურგის (Grand Theatre de la Ville Luxemburg), ნიუ იორკის (BAM) შემდეგ, დიდმა გერმანელმა ქორეოგრაფმა ედგარ ვარეზეს, იანის ქსენაკისის, კლოდ ვივიერის და ვოლფგანაგ ამადეუს მოცარტის მუსიკაზე, სახელოვნებო და სამეცნიერო ნააზრევის გაერთიანებით, ვალცმა კაცობრიობის უცვლელი სტერეოდინამიკა ქორეგრაფიის ენაზე გადმოსცა და 21 მოცეკვავის დახმარებით, გასული წლების მანძილზე მსოფლიო ომების, მიგრაციის, კულტურული იდენტობის სხვადასხვაობის პრობლემა ახალ შუქში წარმოგვიდგინა, 

 

 

 

 

ყველას ნახვა

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com