მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პროგრამა 2017
18 ოქტომბერი

ოთხშაბათი
18:00
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
წარმოდგენა
თეატრი
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ფესტივალზე „საჩუქარი“

ფესტივალის მიმდინარეობისას გაიმართება ახალგაზრდა ხელოვანთა მიერ დამზადებული  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მაყურებელს საშუალება ექნება, ადგილზე დაათვალიეროს მხატვრების მიერ შექმნილი ფერადი მინის სამკაულები, ნახატები, კერამიკა, ტყავის, თუ  დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილის ნაკეთობები და უამრავი სხვ.

ყველა ნამუშევარი თითოეული ხელოვანის  თვითგამოხატვაა, მხატვრის ხელით,გულით და თვალით შექმნილი ნახელავი. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა რეწვის ოსტატებს, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით სხვის ცხოვრებას ალამაზებენ. ეს იქნება ადგილი, სადაც შეგეძლებათ უნიკალური ხელნაკეთი საჩუქარის არჩევა  მომავალი საშობაო დღესასწაულისთვისაც, რისთვისაც სულ მალე საგანგებოდ მოემზადებით.     

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება თუმანიშვილის კინო-მსახიობთა თეატრის ფოიეში, საფესტივალო დღეებში.

გამოფენის განრიგი:

ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი | 18.00-24.00 |“მეფე ლირი“/თუმანიშვილის კინო-მსახიობთა თეატრი

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი | 18.00-24.00 |’მართლა’/თუმანიშვილის კინო-მსახიობთა თეატრი

სამშაბათი, 7 ნოემბერი          | 18.00-24.00 |B POLAR /ბეერ-შევას ფრინჯ თეატრი, ისრაელი

ოთხშაბათი, 8 ნოემბერი         | 18.00-24.00 |B POLAR /ბეერ-შევას ფრინჯ თეატრი, ისრაელი

მაყურებელს ვეპატიჟებით ადგილზე დაათვალიეროს ხელოვანების მიერ დამზადებული ნივთები და ამოირჩიოს საუკეთესო! მხატვრების ნამუშევრებს ყოველ მომდევნო გამოფენის დღეს შეემატება ახალი ნაკეთობები. ისინი თქვენი დაკვეთის შემთხვევაში დაამზადებენ ახალ ნამუშევარს, რომელსაც გადახდისთანავე (ან სურვლის თანავე) სახლის მისამართზე მოგართმევე. 

დასწრება თავისუფალია

ყველას ნახვა

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com