მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
პრესა
ევა იერბაბუენას „წვიმა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში

მარიამ იაშვილი

ევა იერბაბუენას „წვიმა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში

წელს, მიხეილთუმანიშვილისსახელობისხელოვნებისსაერთაშორისოფესტივალი„საჩუქარი“- ოპერისადაბალეტისსახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე,კომპანია- ევაიერბაბუენასფლამენკოსბალეტის - (Ballet Flamenco Eva Yerbabuena)მიერწარმოდგენილი -საოცარი, ემოციური, „ფეიერვერკული“, თავბრუდამხვევისანახაობით -„წვიმა”( Lluvia),გაიხსნა.

მკრთალად განათებული სცენის მიღმა აქა-იქ ბათქაშჩამონგრეული, ძველიაგურის კედელია აღმართული.კედელს შუაში, ასევე ძველებურიხის კარიბჭე აქვს დატანებული.ჭერიდან ჩამოსული ნისლი უკვე მთელ დარბაზს სწვდება. სცენაზე შავ-ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები შემოდიან და საწყის პოზიციას ერთიმეორეს მიყოლებით იკავებენ.  განაბულ დარბაზში ჩოჩქოლია. მკრთალად განათებული პარტერის კიბეებიდან  წითელკაბაში შემოსილი ქალის სხეული ვნებიანად მოაპობს დარბაზს,ადის სცენაზე, თითოეულ მონაწილეს, ფლამენკოსთვის დამახასიათებელიფეხების რიტმული ბაკუნით სათითაოდ უვლის გარშემო და დასარტყამი ინსტრუმენტის საბრძოლო რიტმისფონზე კულისებში უჩინარდება.სწორედ ამ დროს გრძნობ პირველად, რომ შენ თვალწინ, ძალიან მალე,სცენაზეევა იერბაბუენას მიერნამდვილი ცეცხლი აგიზგიზდება.

1970 წელს ფრანკფურტში დაბადებული და გრანადაში გაზრდილი  ევა მარია გარიდო  (Eva María Garrido) თანამედროვე ცეკვის ბალეტისა და უპირველესად - ფლამენკოს მეტად გამორჩეული შემსრულებელია. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ დასის თოთოეული მონაწილე, მთელი წარმოდგენის განმავლობაში,წვიმის წვეთივით, ზედმიწევნით იმეორებდა ტრადიციული ესპანური საცეკვაო ხელოვნებიდან ამოზრდილიევას სულისა და სხეულისრიტმულ მოძრაობებს.

თანამედროვე კლასიკური ცეკვის ელემენტებით გაჯერებული ფლამენკოს საბალეტო დასი საოცარი მომღერლებისა (განსაკუთრებით, ხოსე ვალენსია (Jose Valencia)) და ინსტრუმენტალი შემსრულებლებით (მათ შორის, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი გიტარისტი  და დასის მუსიკალური ხელმძღვანელი,მისი მეუღლე - პაკოა (Paco Jarana)) არის დაკომპლექტებული.თითოეული მათგანი -მუსიკალური ინსტრუმენტის, ვოკალისა თუ სხეულის მეშვეობით, - ევასეული ფლამენკოს დაუვიწყარ,იმპროვიზაციულვარიაციებს გვთავაზობს სცენიდან. ვფიქრობ, სწორედ ასეთ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნიუანსებში ვლინდებაესპანელი ქორეოგრაფის გასაოცარი პროფესიონალიზმი და უნივერსალურობაც: რამდენი მოდერნული შტრიხიც არ უნდა ამოტივტივდეს წარმოდგენაში, შენ თვალწინ, მაინც ტრადიციული ფლემანკოს დაუვიწყარი სამყარო იხსნება;სწორედ ესააევა იერბაბუენას ბალეტი - სულიერი ტკივილითა და ხორცის ზეიმითგაზავებული წარმოდგენა - ალბათ, ყველაზე პოეტურ-მეტაფორული სახელწოდებით  - Lluvia („წვიმა“). 

„არ არსებობს იმაზე მეტი დღევანდელობა, როგორიც ფლამენკოა...ფლამენკო, როგორც ასეთი...“ - ხშირად იმეორებს ცეკვის დედოფალი ინტერვიუებში და შენც ხვდები, რომ იგი მართლაც რომ ზედმიწევნით თანამედროვე, უზადოდ გემოვნებიან შოუს დგამს. დგამს შორეულ, ზაფხულში მზით გავარვარებულ ესპანეთში; დგამს ადამიანის უნივერსალური სულისა და ხორცის ზეიმს, რომლის მიზანიც, პირველ რიგში,სწორედ შინაგანი სამყაროს კონტექსტუალიზმის განსხეულებაში ვლინდება;დგამს იმისათვის, რათა ჩაგახედოს საკუთარ არსში, მიგიყვანოს კაცობრიობის რაობის ძირითად ფესვებთან დაგაგახსენოსის მთავარი ფასეულობა, რომელიც ყოველდღიური რუტინით გათანგულებს ასე ხშირად გვავიწყდება. ეს ფასეულობა კიშენი, საკუთარი, შინაგანი თავისუფლების ხიბლია.

„სულ სხვა მოძრაობა... სულ სხვა ბგერა... სულ სხვა ცხოვრება...“ - ამ სიტყვებით ასათაურებენ ევა იერბაბუენას მუსიკალურპროექტს საფესტივალო რვეულში „საჩუქრის“ ორგანიზატორები... და მართლაც... რთულია ევას „სულ სხვა“ ფლამენკოზე  წერა...

რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი თეორიული შრომა ტრადიციული ფლამენკოს წარმოშობისა და მისი ტექნიკის განვითარების შესახებ, რომელთა დამოწმებაც აქ ევას პროექტის -Lluvia - კონტექსტში შემეძლო...

რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლებოდა ევას ქორეოგრაფიული თავისებურებების მნიშვნელობაზე წერა, თანამედროვე მსოფლიო ბალეტის ნორმებში ჩასმული, თუ, ამოვარდნილი ფლამენკოს საბალეტო ნომრების ელემენტებისმოყვანით...

რა თქმა უნდა, შემეძლო გამეკეთებინა იმ ჯილდოების ჩამონათვალი, რომელთაც, სხვათა შორის, წელს „მიხეილ თუმანიშვილის“ სახელობის ნომინაციაც შეემატა...

მაგრამ...რაც უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავებასა და განვრცობას ვისახავდი მიზნად, მით უფრო ვგრძნობდი, როგორ არასწორ გზას ვადექი, თანდათანობით როგორ ვცილდებოდი მთავარს - დამეწერა ევა იერბაბუენას ფლამენკოს ბალეტის სტუმრობასა და იმ შესრულების ხარისხზე ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელმაც ასე დაატყვევა ქართველი მაყურებელი.

რა თქმა უნდა, მაინც ვერ შევძელი...

დაბოლოს, მაიკ ფიგისისა (Mike Figgis, Flamenco Women, 1998) და კარლო საურას (Carlos Saura, Flamenco, Flamenco, 2010) არაჩვეულებრივი ფილმების ნახვის შემდეგ(ორივე ფილმში ევა იერბაბუენა თამაშობს), კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავრწმუნდი, თუ რატომ იყოჩემი მცდელობა - დამეწერა ევაზე - ამაო. ამაო იყო თუნდაც იმიტომ, რომყველაზე მთავარი ფლამეკოში - გრძნობაა. გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ...

ევას ფლამენკო უნდა ნახო, მოისმინო და შეიგრძნო. სხვა დანარჩენი - თეორიაა.

 

10/28/2016
CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com