მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
არქივი
2013 - „რადიო მაკბეტი“ - ხმებით გათამაშებული შექსპირის ტრაგედია - ლაშა ჩხარტიშვილი

„რადიო მაკბეტი“ - ხმებით გათამაშებული შექსპირის ტრაგედია

ლაშა ჩხარტიშვილი

   

ფესტივალი „საჩუქარი“ ენბოგარტისა და დარონლ. უესტის „რადიო მაკბეტით“ გაიხსნა. ქართველი მაყურებლისთვის ნამდვილად საინტერესო იყო კიდევ ერთი განსხვავებული ვერსიის ნახვა შექსპირის „მაკბეტის“ მიხედვით. აქტუალური პრობლემა - ძალადობა და სხვისი ცხოვრების ხელყოფა, რომელიც შექსპირმა თავის ტრაგედიაში დასვა, დღემდე არ კარგავს მნიშვნელობას და დიდი ინტენსივობით იდგმება მსოფლოს სხვა და სხვა სცენებზე.

ამერიკული „რადიო მაკბეტი“ ორი მთავარი ფაქტორის გამო არის გამორჩეული სხვა ორიგინალური და მაღალი მხატვრული ხარისხს ის დადგმებისაგან. „სისხლიან ტრაგედიაში“ მთლიანად იგნორირებულია სისხლი, ძალადობის ილუსტრირება და რეჟისორებს მოძებნილიაქვთ ისტორიის მოყოლა-გათამაშების საინტერესო ფორმა, რომელიც შესაძლოა ოდნავ მოსაწყენი და ერთფეროვანიც იყოს, მაგრამ ორიგინალურად არის „გახმოვანებული“ შექსპრის ტექსტი. სპექტაკლის მთავარი თხრობის ხერხიხ მის ვიბრაციაა, ხოლო მეთოდოლოგია სიტყვის სცენიდან წარმოთქმის ტექნოლოგია, რომელიც ერთგვარ მასტერ კლასს ჰგავს. ამერიკელი მსახიობები ამ ტექნოლოგიას უმაღლეს ხარისხში ფლობენ.

სპექტაკლი ერთგვარი რეპეტიციაა, რომელიც ჩაბნელებულ სტუდიაში, თუ სარეპეტიციო ოთახში თამაშდება. მსახიობების ხვადასხვა განწყობებით, სხვადასხვა წარსული ყოფითი ისტორიებით მოდიან რეპეტიციაზე. სარეპეტიციო პროცესი კი თითქოსე.წ. „ძგიდეებამდე“ მიღწეულია, მსახიობების ნაწილს უკვე გავლილი აქვთ „პერიოდი მაგიდასთან“. ამერთი შეხედვით თითქოს სპექტაკლის მომზადების ტექნიკურ ნაწილში კარგად ჩანს მსახიობთა ხასიათის, პროფესიული თვისებების მრავალფეროვნება, დამოკიდებულება სპეტაკლს პროცესისი მიმართ, ზოგი ბეჯითი და ორგანიზებული, ზოგსაც მახსოვრობის პრობლემა და ინფანტილური დამოკიდებულება აქვს პროფესიის მიმართ. მსახიობები შექსპირის ტექსტს ხან დაბეჭდილი  ეგზემპარიდან, ხანაც ზეპირად კითხულობენ. „მაკბეტის“ გათამაშების ესფორმა, ნელ-ნელა, ეტაპობრივად სპექტაკლი სთხრობით ფორმაში გადაინაცვლებს, მატულობს და იხვეწება მიზასცენები. მოკლედ,მსახიობები, შექსპირის „მაკბეტის“ ტექსტის მხატვრულად კითხვის გარდა, სარეპეტიციო პროცესსაც გვაცნობენ, ერთგვარად კულისებში გვახედებენ, იქ, სადაც მაყურებლის თვალი ვერ წვდება. აქვევეცნობით, არა მხოლოდ პერსონაჟების ურთიერთობებს, არამედ მსახიობთა დამოკიკიდებულებას ერთმანეთთან. ამ კონკურენტუნარიან გარემოშიც შეიმჩნევა მრავალფეროვნება კოლეგების ურთიერთობებს შორის (გულშემატკივრობა, ირონია, გაკვირვება, მოულოდნელობით გამოწვეული გაოცება).

„რადიო მაკბეტში“  მთავარი ტექსტი და მისი სწორად, გააზრებულად წარმოთქმაა, რომელთახ ხმით შევიგრძნობთ. ამერიკელი მსახიობების მიერ წაკითხული ლიტერატურა კი ერთგვარ მუსიკალურ ტილოდ წარმოგვიდგება, რომელიც სხვადასხვა

ეტაპებს შეიცავს.

სცენას რულიად განმუხტულია დეკორაციების  ან (მხატვარი ჯეიმსშუტი), სცენა ზეშექმნილია სარეპეტიციო პროცესისთვის აუცილებელი და დამახასიათებელი ატმოსფერო, ორი მაგიდა  და სკამები, მიკროფონები და კუთხეში შესვენებიბისთვის, პატარა მაგიდაზე განთავსებული ჩაისა, თუ ყავის მისამართმევი მოწყობილობა.

„რადიო მაკბეტში“ მსახიობები თითქოს არაფერს თამაშობენ, მხოლოდ ტექსტის დეკლამაციას ახდენენ, ერთგვარად  ზღუდავენა რტისტული გამომსახველობითი საშუალებების ჭარბ დემონსტირებას, მაგრამ საკვანძო და მნიშვნელოვან ეპიზოდებში ხმის ვიბრაცია წარმოთქმისას იცვლება და პათეტიკურ იერს იძენს.

სპექტაკლში მინიმალისტურობა ერთგვარი ხერხია. აქ მინიმალურად ჟღერს მუსიკა, მინიმუმამდეა დაყვანილი მოძრაობა და მსახიობებიც მწირი ხერხებით ახერხებენ გმირთა ხასიათების და დამოკიდებულებების გადმოცემას. პირობითი სივრცე და გარემო სპექტაკლის ამგვარ გადაწყვეტას კი პირდაპირ ეთავსება. ერთად ერთი რაც ჭარბად ხვდება, ხმის გრადაცია და ტექსტია, მთავარი ხერხი „მაკბეტის“ ისტორიის გადმოსაცემად.

„რადიო მაკბეტი“ მხატვრული ხარისხის თვალსაზრისით, ისსპექტაკლია, რომელიც მაყურებელსა და საზოგადოებაშია ზრთა სხვა და სხვაობას იწვევს, მაგრამ სპექტაკლი ნათლად გამოხატავს პროცესს, რომელიც ზოგადად სათეატრო ხელოვნებაში მიმდინარეობს, რომელიც ტრადიციებთან ერთად, განსხვავებულ ხერხებსა და პასაჟებს შეიცავს. ფესტივალების მიზანიც სწორედ პროცესის ჩვენებაა და იმ სურათის დახატვა, რომელსაც ადგილი აქვსა თუ იმქვეყნის თეატრში. განსხვავებულ ხედვასთან ზიარება კი გამოცდილებათა გაზიარების საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ადრე, თუ გვიან აუცილებლად წაადგება არა მხოლოდ თეატრს, არამედ მაყურებელს. 

 

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com