მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
არქივი
ემა ბოვარი - ჯვარცმული, სასტიკი და ფსიქოდელიური - დავით ბუხრიკიძე 2014

დავითბუხრიკიძე

ემაბოვარი - ჯვარცმული, სასტიკიდაფსიქოდელიური

 

ცხადია, პასუხს ვერ ვაგებ ზოგადად თეატრალთა მეხსიერებაზე, მაგრამ  ჩემს მეხსიერებას შემორჩება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე წარმოდგენილი, ყველაზე ძვირფასი „საჩუქარი“ - გერმანიაში მცხოვრები ცნობილი უკრაინელი რეჟისორის, ანდრეი ჟოლდაკის, დადგმული „მადამ ბოვარი“.

მუდამ მეამბოხე, თითქმის პროვოკატორი, უკომპრომისო ესთეტი და მგძნობიარეს არკაზმითში არაღებული რეჟისორი, რომლის „სამიდა“ 90-იანწლებში ლამის პოსტსაბჭოთა „სისასტიკის თეატრის“  მანიფესტად გამოაცხადეს, მკაცრად განსაზღვრულდ ათანამედროვე  თეატრის ემანაციას ზუსტად და შეულამაზებლად გვაგრძნობინებს. ფინეთში დადგმული „ძიავანიასა“ (იქაური პრესის შეფასებით გასული სეზონის ყველაზე საინტერესო სპექტაკლი) და სანკტ-პეტერბურგში, ფესტივალ „ბალტიის სახლზე“ წარმოდგენილი „მოსკოვი-პეტუშკის“ (ვენედიქტეროფეევის ნაწარმოების ბრწინვალე, სარკასტული სცენურივერსია) შემდეგ, ანდრეი ჟოლდაკი ფლობერის რომანის პერფექციონისტულ ტექსტს ასევე და უნდობელი და შეულამაზებელი მზერით „უსწორდება“.

პირველივე სცენიდან, ლამის ელექტრო შოკის ზემოქმედებას ავითგრძნობთ  შავ-თეთრი, მგრძნობიარე, ნატურალისტური და ამავედროს მისტიკური სანახაობის ელვარებას. სამი საათის განმავლობაში ამ საოცარიდ ამოუხთელთებელი თეატრალური ფორმითაღბეჭდილი სპექტაკლის ტყვეობაში ხართ. ანდრეი ჟოლდაკს ალბათ, თამამად შეუძლია ფლობერის ცნობილი ფრაზა - „მადამბოვარი - ეს მევარ!“ - ისე გაიმეოროს, რომ არდასჭირდეს კონსერვატორი პუბლიკის შიშნარევი შეხსენება კლასიკური რომანების უბიწობის შესახებ.

უცნაურია, რომ ჟოლდაკის მასკულინური, ხშირად და უნდობელი და ბრუტალური სპექტაკლები დან უკეთესად იმზირებიან სწორედ ქალები, რომლებიც იცვლიან ეპოქებს, სოციალურ წარმომავლობას, სახელებს, კოსტიუმებს, თუმცა შინაგანად ერთგვარ ოვანნირჩებიან. არააქვს მნიშვნელობა პიესებსა და პერსონაჟებს - ფედრა, მედეა, კარმენი, ანა კარენინა თუ მადამ ბოვარი.

ჟოლდაკის სპექტაკლში ორ იემაა: ერთი რომანის პერსონაჟი - ემოციური, ძლიერი და ცხადია, პროზაული ცხოვრების მტერი (ელენე კალინინა) და, მეორე, მისი თანამედროვე ორეული თუ ალტერ-ეგო პეტერბურგიდან  (პოლინა ტოლსტუნი), რომელიც პირველს მუდამ თანსდევს და ყურსასმენით როკ-მუსიკას უსმენს. მაგრამ მთავარი მაინც პირველი ემაა, და მანგრეველი სტიქიისა თუ ვნების მატარებელი პერსონა, რომელიც პირქუშ და მაღალ კედლებს ამაოდ ეხეთქება.  და მაინც, ემა ღამის პეპელასავითაა, რომელიც საბოლოოდ, სინათლეში იფერფლება. გამოსავალი მისთვის არცერთად ერთიფანჯრიდან მონაბერ სუფთა ჰაერია და არც ზღვის ხმაური, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩაგვესმის...

ემა საკუთარი სტიქიისა თუ დაუმორჩილებელი სიყვარულის მსხვერპლია. სიყვარული ქარიშხალივით თავსა ტყდებაჯერ მამაკაცებს (შარლ ბოვარი, რუდოლფ ბულანჟედალეონი), ხოლო შემდე გთავად ემას ანადგურებს. რეჟისორი სწორედ ამ უსაზღვრო, ავისმომასწავებელი ვნების განზომილობას იკვლევს, რომელიც, ერთიმხრივ, გარემოსა თუ სამყაროს სოციალურ განწყობა-გამზომილებს ეყრდნობადა, მეორეს მხრივ, ადამიანის „ფიზიოლოგიის კოსმოსს“.

სიყვარულის ინფექცია-დაავადების გარდა, ემა ლამის არანორმალურ უნარებს ფლობს - დაჟინებული მზერით შუძლია კარი გააღოს, ჩიტების ენას მიბაძოს, გაძარცვული ხეების იდუმალ შრიალს უსმინოს; ღამ-ღამობით კი მშვიდად შეხვდეს უცნაური, მისტიკური მელიის გამოჩენას.

„ვიცი, თქვენთვის მე წაკითხული წიგნივარ. ალბათ, ფიქრობთ, რომ 300-400 ფურცელში შეგიძლიათ ჩამტიოთდ შემდეგ თაროზე შემომდოთ. მაგრამ მე ასეთი არვარ... და საერთოდ, მე თქვენი რომანის პერსონაჟი არავარ...“ - ეს ემას მონოლოგიდანაა. არა და ემა ბოვარი სწორედ ჩვენი უხილავი თუ მიუღწეველი რომანიდანა; ერთდროულად ჯვარცმული, სასტიკი და ფსიქოდელიური.

 

CONTACT
  • GIFT/ Georgian International Festival of Arts in Tbilisi in honor of Michail Tumanishvili
  • 164, Agmashenebeli Avenue, 0112 Tbilisi, Georgia
  • General enquiries : + 995 32 235 0203
  • Press Office: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com




კონტაქტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“
  • დავით აღმაშენებლის გამზირი 164, 0112 თბილისი, საქართველო
  • ფესტივალის ოფისი : + 995 32 235 0203
  • პრეს სამსახური: + 995 551176818
  • tbilisigiftfestival@gmail.com